Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეკონომიკის მინისტრმა სსფ-სთან ახალი პროგრამა განიხილა
GBC news
24 August 2016, 18:30

თბილისი (GBC) - საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, განვითარების გეგმები და რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე. 

სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთანამშრომლობის შესახებ და განიხილეს ის საკითხები, რომლებზეც ქართული მხარე  სავალუტო ფონდთან ერთად იმუშავებს.

მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახალ პროგრამაზე, სადაც აქცენტი იქნება, ერთდროულად, დაბალ საბიუჯეტო დეფიციტსა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე.

„განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის, ფისკალური სექტორის მდგომარეობა, განვითარების გეგმები, ეკონომიკური რეფორმების პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს სტაბილური ეკონომიკური გარემო და საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ამ გარემოს კიდევ უფრო განვითარებისთვის“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი